„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თავისი თავისუფლებისთვის უკვე 16 დღეა იბრძვის და ეს ოთხჯერ აღემატება იმ წინააღმდეგობას, რასაც მტერი უკრაინაში შეჭრისას ელოდა.
„ჩვენი თავისუფლებისთვის უკვე მეთექვსმეტე დღეა ვიბრძვით. ეს ოთხჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე მტერი ამას გეგმავდა თავისი შემოჭრისას. ამ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილად მსოფლიოში.
რომელიც იმედოვნებდა, რომ ვინმე მათ უკრაინის ქუჩებში ყვავილებითა და რუსული დროშით ხელში დახვდებოდა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელესნკის თქმით, უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ საკუთარს და ოკუპანტს თავისი მიწის არც ერთ გოჯსა და თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დაუთმობენ.
„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი დღე დაგვჭირდება კიდევ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ შესაძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვესწრაფვით, იმიტომ, რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, უკვე მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე საინტერესოა:
🔵 შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში - სავარაუდოდ მამინაცვალმა 14 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა
1740772308
მსოფლიოზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...
1740770546
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...