დიდხანს ვიყავი ჩუმად! ჩვენ ნახტომებით მივექანებით პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ! - აგუტინ-ვარუმის ვარსკვლავური წყვილი ომის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს, რუსული კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევენ.
მათი დიდი ნაწილი პუტინის საოკუპაციო რეჟიმს მხარს უჭერს, თუმცა არიან გამონაკლისებიც.
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიმართ, საკუთარი პროტესტი, სოციალურ ქსელში გამოხატა რუსული ესტრადის ვარსკვლავურმა წყვილმა ლონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა.
ლეონიდ აგუტინი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე წერს, რომ დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს, რათა ადამიანების ხოცვა შეწყდეს.
„სრული გამოფიტვის 6 დღე. შიშისა და დაბნეულობის 6 დღე. საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე. ღმერთმა იცის, მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. ვიყავი წარსულში, ვარ აწმყოში და მომავალშიც ვიქნები. მე თვითონ მეჭირა ხელში ავტომატი და ვიცავდი ჩემი სამშობლოს საზღვრებს, მათ შორის უკრაინასთან. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არ ვითხოვ, ვის სჭირდება ჩემი მოთხოვნები. გევედრებით-შეაჩერეთ ომი! შეთანხმდით! ყოველი ახალი დღე ნიშნავს - დაღუპულ ჩვენს ბიჭებს, უკრაინის მოქალაქეების. მილიონობით დანგრეულ ბედს, ორივე მხრიდან. მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. მან ამოწურა საკუთარი თავი! დიდი ხანია!“,-წერს, ლეონიდ აგუტინი.
View this post on Instagram
ომის წინააღმდეგ გამოდის, აგუტინის მეუღლე, ანჟელიკა ვარუმიც. რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ომში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკებებისა და ზავისკენ მოუწოდებს.
„დიდხანს ვიყავი ჩუმად. მე უკვე აღარ ვარ იმ ასაკში, როცა მხოლოდ იმიტომ ყვირიხარ მსოფლიოს გასაგონად-მე ომის წინააღმდეგი ვარ, რომ ქულები დავწერო, ან თავი მოვიწონო უმრავლესობის წინაშე. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ წინააღმდეგია.
მაგრამ მე ვალდებული ვარ გავაანალიზო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ღია თვალებით, რათა ისინი არავინ გამოყენოს საზარბაზნე ხორცად.
მეგონა, რომ ისტორიის გაკვეთილები, ყველა წიგნი, რომელიც ომზე და მის წინაპირობებზეა დაწერილი, აღარასდროს მოგვცემდა საშუალებას, რომ იგივე გაგვევლო. მაგრამ არა! თურმე, ყველაფერი შესაძლებელია!
განურჩევლად მიმდინარე მოვლენების შედეგისა, ჩვენ ნახტომებით მივექანებით პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ! უფრო სწორედ, საერთო საკაცობრიო სტანდარტებით ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ! ვინ არის დამნაშავე, შთამომავლები განსჯიან, თუ რა თქმა უნდა გადარჩებიან...
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
ჩემი მოთხოვნა ორივე ქვეყნის ლიდერების მიმართ არის დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის! შუამავლების გარეშე!!! ეს ჩვენი საქმეა! ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეა!
გასაგები მიზეზების გამო ვთიშავ კომენტარებს, რომ ბრაზი და აგრესია არ გავამრავლო“,-წერს, რუსული სტრადის ვარსკვლავი, ანჟელიკა ვარუმი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵
🔵
🔵
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...