ირინა სარიშვილი: არის ომი რუსეთში? არა! ამიტომ „რუსი ლტოლვილი“- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილ მძიმე ვითარებას აფასებს და საქართველოში რუსი "ლტოლვილების" ნაკადზე წერს:
"ადამიანი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გარბის პოლიტიკური ნიშნით დევნილობის ან სოციალური სიდუხჭირის გამო და შესაბამისად, გარბის პოლიტიკურად მისთვის მისაღებ ან ეკონომიკურად ბევრად უკეთესი მდგომარეობის ქვეყანაში.
ამის შემდეგ მასზე დგება ე.წ. „ქეისი“ და ხდება მისი სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა უამრავი დოკუმენტის (ფოტო-ვიდეო მასალის, შემოსავლის წყაროს და ა.შ.) საფუძველზე.
ამ ყველაფრის გვერდის ავლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც მოდის ადამიანი, ომია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ამ შემთხვევაში მას ენიჭება ლტოლვილის სტატუსი.
არის ომი რუსეთში? არა!
ამიტომ „რუსი ლტოლვილი“- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ.
საქართველოსკენ მასობრივად დაძრული რუსები რას გაურბიან – პუტინს თუ დასავლეთის სანქციებს? რა თქმა უნდა, დასავლეთის სანქციებს, აბა, სხვანაირად აქ რა უნდათ ამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში?!
უჭირთ მათ დღეს?
არა, არ უჭირთ, ისინი ხვალინდელი გაჭირვების თავიდან აცილებას ცდილობენ.
შედით ტელეგრამის და სხვა ჯგუფებში და ნახავთ, როგორ გეგმავენ ბინების ყიდვას, ქირაობას, გონორით კითხულობენ, რას ჰქვია რუსული სკოლები არ არისო, კიდევ ბევრ რამეს წაიკითხავთ, ოღონდ უკრაინული დროშა თუ გექნებათ პროფილზე, შეიძლება, ვერ მოასწროთ ყველაფრის ნახვა, დაგბლოკავენ.
მერე ისიც გაიხსენეთ, რა „მოტივით“ დაესხა თავს პუტინი უკრაინას!
აღარაფერს ვამბობ საქართველოსკენ დაძრულ რუს ოლიგარქებზე, რომლებიც უძვირეს სასტუმროებს ჯავშნიან აქ და აქაურ მთავრობასთან ერთად კორუფციული სქემით ეცდებიან დასავლეთის სანქციების თვიდან არიდებას, იმ დასავლეთის, რომლის წევრობაზეც განაცხადი გააკეთა რუსულმა ოცნებამ.
თქვენ მოგმართავთ, უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე საქართველოსკენ ყოველგვარი სინანულის და სირცხვილის გრძნობის გარეშე დაძრული რუსი „ლტოლვილებით“ გულაჩუყებულებს – ცოტა ხნით შეიშრეთ ცრემლი, რომ კარგად დაინახოთ, აქ რა წერია და დაფიქრდეთ!
რატომ ასე ირონიულად?
იმიტომ რომ, მე მაპატიეთ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებულია, ამდენი მშიერი, ამდენი უწამლო და ამდენი უპატრონო ბავშვი (რიგი მხოლოდ ჯანმრთელებზე და ლამაზებზე დგას), რუს „ლტოლვილებზე“ დაღვრილი ცრემლის არ მჯერა და მორიგი ტრენდული ფსევდოჰუმანური აქტი მგონია.
რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როცა იქ უახლოესი ნათესავი ან მეგობარი გვყავს და ზუსტად ვიცით მისი შეხედულებები, თუ მივიღებთ, მისმა მიმღებმა ოჯახმა უნდა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე დავძენ – წესიერ ადამიანს მართლა სხვა გზა არ უნდა ჰქონდეს და ძალიან უნდა შერცხვეს აქ ჩამოსვლა ღრმა და საჯარო სინანულის გარეშე!
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!", - წერს ირინა სარიშვილი ფეისბუკზე.
სხვა სიახლეები:
🔵 იტალიაში მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, კვლავ თავისუფალია
1740773148
მსოფლიოთეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...
1740772308
მსოფლიოზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...
1740770546
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...