ლევან დავითაშვილი: სრული მზადყოფნა გვაქვს - თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დგას სიმართლის მხარეს.

მან მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს კრიზისულ ვითარებაში.

პირველი დღიდან, როდესაც დაიწყო კრიზისი, ჩვენ გვქონდა ამაზე ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობასთან.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, პირველი იყო ჰუმანიტარული პასუხი ალბათ იმ გამოწვევებზე, რომელიც დაუდგა უკრაინელ მოქალაქეებს, ტურისტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვეპატიჟებოდით და გვინდოდა, საქართველო საუკეთესო ფორმით გვეჩვენებინა.

მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს გამოჩენილი სოლიდარობისთვის. ამის შემდგომ ჩვენ დავიწყეთ ტურისტების განთავსება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩა ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე.

ასევე, საქართველოს ფოსტას დაევალა, რომ განეხორციელებინა ამანათების უფასოდ მიწოდება უკრაინაში, ნებისმიერი მსურველის გზავნილი უკრაინაში გაიგზავნოს უფასოდ.

„აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ორგანიზებულად ბიზნესთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს.

ეს ორგანიზებული ღონისძიებაა, დღეიდან ძალაში შედის, თუმცა წინა პერიოდში რამდენიმე დღე მიდიოდა მოსამზადებელი სამუშაოები, მედიასთან იქნება ამაზე დამატებითი კომუნიკაცია.

იგივე ტრანსპორტის კუთხით, როდესაც უკრაინულ გემებს შეექმნათ პორტში შესვლის პრობლემა, ჩვენ მათ ყველანაირი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მათ შორის ფინანსური რესურსებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სრული მზადყოფნა აქვთ, თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

პირადად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციასაც, რომ საქართველო ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში მობილიზებულია, აღმოვუჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

ასე რომ, რაც არ უნდა სირთულეები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ჰქონდეს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით ჰყავდეს დევნილი მოსახლეობა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვესმის, რა არის სოლიდარობის ფასი.

სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ღიად ვამბობ, საქართველო, რა თქმა უნდა, მზად არის, ასეთ შემთხვევაში მიიღოს ლტოლვილები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი