მაქსიმ გალკინი: ომის გამართლება არ შეიძლება! არავითარი ომი!

რუსეთს ფედერაციის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არაერთი ცნობილი რუსი ვარსკვლავი გამოეხმაურა.
მათ შორისაა ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი, რომელიც აღნიშნულ ომს ეწინააღმდეგება.
"დილიდან უკრაინელ ნათესავებთან და მეგობრებთან მაქვს ურთიერთობა!
სიტყვებით ვერ გამოვხატავ რას ვგრძნობ! როგორ შეიძლება ეს ყველაფერი!
ომის გამართლება არ შეიძლება! არავითარი ომი!" - წერს ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის, საჰაერო სივრცე დახურა.
CNN შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ასევე განხორციელდა სარაკეტო დარტყმები.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამავე თემაზე სიახლეები:
⬛ UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს
⬛ რუსულ საფონდო ბირჟაზე რეკორდული ვარდნაა - კომპანიებმა 250 მილიარდი დოლარით იზარალეს
⬛ “რუსული პროდუქტების სრული ბოიკოტი! არავითარი უვიზო მიმოსვლა რუსებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე
1740736324
საზოგადოებარატი იონათამიშვილი - მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გარკვეული შიშები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეჩვივნენ, რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია ნორმად აქციონ
ფაქტია, რომ მედიაში უცხოური დაფინანსებები ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, ცილისწამებას და პოლიტიკური მანიპულაციებით სავსე ნარატივის განვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა...
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...
1740731929
მსოფლიო„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...