მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, ANONYMOUS-მა რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებგვერდი გაითიშა.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებგვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი - Duma.gov.ru

ვებგვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ.

წყარო: ტაბულა 

ასევე საინტერესოა:

🔵  „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵 ბრავო, "ოცნება" გასაგებია, რომ ომში არ უნდა შევვარდეთ, ერთ ლუკმად არ ვეყოფით, მაგრამ ასე ჩირგვებში ჯდომა სირცხვილია“ - ექიმი ქეთი ლობჟანიძე

🔵 „44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს  1 მტერს ებრძვის“ - ქეთი ქარდავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი