„ომის 26-ე დღეა და უკრაინელები ისევ კბილებით იცავენ ყველა პოზიციას და უფრო ხშირად გადადიან კონტრშეტევაზე“ - თინათინ რუხაძის მიმოხილვა

კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და ფსიქოლოგიის მაგისტრის, თინათინ რუხაძის მიმოხილვა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით.

21.03 - მარიუპოლის სიმტკიცის ღამე!

ომის 26-ე დღეა და უკრაინელები ისევ კბილებით იცავენ ყველა პოზიციას და უფრო ხშირად გადადიან კონტრშეტევაზე. ყველა ძირითადი ქალაქი ისევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

რუსებმა უკრაინელებს შესთავაზეს მარიუპოლის დანებება და სანაცვლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. მათ 8 ფურცლიანი ბოდვა მისწერეს მარიუპოლის მერიას, "ისტორიული" წიაღსვლებით და დილის 5 საათამდე მისცეს დრო კაპიტულაციამდე. რაზედაც მიიღეს უმოკლესი პასუხი: "Х*й вам, а не Мариуполь". ულტიმატუმის დრო გავიდა. ფაქტია, რომ ქალაქი არ დანებდა და განაგრძობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი უკვე მე-20 დღეა ბლოკადაშია, ქალაქის 80-90% დანგრეულია, გარდაცვლილია ათასობით ადამიანი, ულტიმატუმამდე გუშინ რუსებმა დაბომბეს ხელოვნების სკოლა, რომელსაც თავს აფარებდა 400 ადამიანი: ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები - ხალხი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. და მაინც, მარიუპოლი არ ნებდება!

ღამე კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა ისტორიულ ცენტრში, პოდოლსკის რაიონში. შედეგად მოკლულია 4 ადამიანი და 1 ჰოსპიტალიზებული, 200 ევაკუირებულია. დაიწვა სავაჭრო ცენტრი, დაზიანდა გარშემო შენობები.

ქ. სუმიში მოხდა ამიაკის გაჟონვა ქარხანა "სუმიქიმპრომიდან". ამიაკის მომწამვლელი ზეგავლენის ზონა 2,5 კმ-ია. თუმცა ამ ეტაპზე სუმის მოსახლეობა რისკის ქვეშ არ დგას.

კვირას გააქტიურდა რუსეთის ავიაცია - სუმის რაიონში დაფიქსირდა თვითმფრინავების დიდი რაოდენობა, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის სიღრმეში გაფრინდა. ეტყობა, სიცოცხლე მობეზრდათ - ველოდებით მათი ჩამოგდების ცნობებს. 

WSJ აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, წერს რომ პუტინს აღარ აქვს კიევის აღება მიზნად. 3-კვირიანი ომის შემდეგ მან შეცვალა ტაქტიკა და ახლა ცდილობს უკრაინას მიაღებინოს რუსეთის პრეტენზიები სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებთან მიმართებაში.

ბელორუსი რკინიგზელები აჩერებენ რუსეთიდან მომავალ მატარებლებს - ისინი მოქმედებენ პარტიზანულად და ახდენენ საბოტაჟს. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მათ მიერ სარკინიგზო გზის, რკინიგზის მართვის სისტემებისა, და რუსული სამხედრო ტექნიკის მიზანმიმართული დაზიანების შესახებ.

გუშინ ზელენსკიმ ქნესეთს სიტყვით მიმართა. მგონი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე სიტყვით გამოვიდა ისრაელის პარლამენტში. მან განაცხადა, რომ რუსები ისევე ცდილობენ უკრაინელების განადგურებას, როგორც ფაშისტური გერმანია ებრაელების გენოციდს. და მოუწოდა მათ უკრაინის დახმარებისკენ. ზელენსკის სიტყვის მოსასმენად და უკრაინის მხარდასაჭერად ისრაელში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ბაიდენი პარასკევს ჩავა ევროპაში NATO-ს სპეციალურ სხდომაზე, თუმცა არ აპირებს უკრაინაში ვიზიტს. ის აპირებს უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელი ჯარების შეყვანაზე მსჯელობას. ამასთან აშშ-მ განაცხადა, რომ მისი ჯარები არ შევლენ ამ ეტაპზე უკრაინაში საომრად, თუმცა NATO-ს სხვა ქვეყნებმა შეიძლება გადაწყვიტონ თავიანთი ჯარის შეყვანა. (ნეტა ეს მინიშნებაა, რომ ასე მოხდება თუ უბრალოდ თავის არიდება?)

ბაიდენი დიდი შვიდეულსა და ნატოსთან შეხვედრების მერე აპირებს პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა განიხილოს უკრაინის საერთაშორისო დახმარებისა და უპრეცედენტო სანქციების კიდევ უფრო გაფართოების საკითხი.

ბორის ჯონსონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ დიდი შვიდეულსა და ნატოსთან შეხვედრებზე უკრაინის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. ვნახოთ რა შედეგებს მიაღწევს...

CSB-ის ეთერში სიტყვით გამოვიდა აშშ-ში ჩინეთის ელჩი და სიტყვა სიტყვით განაცხადა შემდეგი: "არსებობს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს. ჩვენ ამას უარყოფთ..." მან ასევე განაცხადა, რომ მოუწოდებენ რუსეთს ომის დასრულებისკენ და მშვიდობის აღდგენისკენ.

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთთან ონლაინ მოლაპარაკება 21 მარტს განახლდება.
დღეს ორშაბათია, და ყველას გვჭირდება ენერგია რომ გავუმკლავდეთ იმ ტკივილს, რასაც უკრაინელი ხალხის ტანჯვისგან ვგრძნობთ, და მოვემართოთ ახალი სამუშაო კვირისთვის. ამიტომ გიზიარებთ ფოტოებს, რომელიც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში არათუ ხალხი, ცხოველებიც გმირები არიან. ჰოდა ამ გმირების იმედით, მათ მხარდასაჭერად და მტრის ჯინაზე მოვიკრიბოთ ძალა და ვიშრომოთ, შევქმნათ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დავეხმაროთ უკრაინას როგორც შეგვიძლია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 სუმში ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა

📌 „ადგილზე 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი - დაშავდა“ - კიევში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს

📌 პუტინი ბრძოლის ტაქტიკას ცვლის?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740732918

ახალი ამბები

„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...

დავით მათიკაშვილი

1740731929

მსოფლიო

„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...

იტალია

1740731785

მსოფლიო

ბორის სპასკი გარდაიცვალა

მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...

ბორის სპასკი

1740729931

მსოფლიო

კაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...

კაია კალასი

1740728245

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - გურიაში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში, 10 000 ყუთი, დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ...

ლევან ჟორჟოლიანი