ზურაბ გურული: პუტინი შეურაცხადია მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ შეშლილის იმპერია უნდა დასრულდეს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება და წერს, რომ სწორედ კიევში წყდება საქართველოს მომავალი.
"როგორც ჩანს პუტინი უბრალოდ შეიშალა; შეურაცხადია.
ეს იყო დაშვება, რომელიც არავის სურდა რომ გაეკეთებინა მსოფლიოში, გასაგები მიზეზების გამო.
არავინ არის დარწმუნებული ზუსტად რა სვლა უნდა გაკეთდეს ახლა.
მოვლენების პრევენცია უკვე შეუძლებელია. უცნაურია, მაგრამ ბედისწერა ეტყობა კიევში აპირებს კიევში დაწყებულის დასრულებას.
ვეღარავინ დარჩება გულგრილი ამ ომის მიმართ;
მსოფლიოს ფინანსური სტაბილურობა უმძლავრესად შეირყა;
ამას ყველა იგრძნობს ამერიკაშიც და ევროპაშიც;
საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.
ვინაიდან პრევენცია დაგვიანებულია, ახლა უკვე სიფრთხილეა საჭირო შეშლილთან.
იმედია, უკვე დაწყებულია ერთგვარი რუსული ოპერაცია "ვალკირია", რადგან რუსები ყველაზე კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რა მოელის მათ სახელმწიფოს.
უკრაინელი ჯარისკაცების და უკრაინელი ხალხის გმირობასა და გამძლეობაზე ჰკიდია დღეს მსოფლიოს მომავლის ბედი.
პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ კეთილშობილ ერს.
გაერთიანებული და აღდგენილი საქართველოს მომავალიც უკრაინაში წყდება დღეს და ეს უნდა ახსოვდეს ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა.
მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ შეშლილის იმპერია უნდა დასრულდეს.
როგორც ჩანს, საქართველოს მართლა წყალობს განგება.
ჩვენი ბედი პირდაპირ არის მიბმული მიმდინარე მოვლენებზე და დღევანდელი მსოფლიო უკვე სხვა ჭრილში განიხილავს ჩვენს მომავალსაც.
ეს უკრაინელთა სიჯიუტის და გმირობის დამსახურებაა.
დიდი მადლობა უკრაინა!
მსოფლიო ვალშია შენს წინაშე;
სისხლის ვალში.
შენ გაიმარჯვებ!", - წერს გურული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კიევში დღეიდან "კომენდანტის საათია" დაწესებული.
ამავე თემაზე:
🔲 "პუტინი აგრესორია, ახლა კი შედეგებს მიიღებენ" - ჯო ბაიდენი
🔲 ესპანეთის პრემიერი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...