ABC News: აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება ილონ მასკის უწყებას დაავალეს

თეთრმა სახლმა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება დაავალა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, მათ ეს თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით დაუდასტურა.
წყაროს თქმით, მასკის გუნდი შეეცდება დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი ჩატში, სადაც აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნები იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას განიხილავდნენ.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებს აგრეთვე მოუწევთ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გახადონ მთავრობის წევრების საუბრები მეტად უსაფრთხო.
ცნობისთვის, გამოცემა „ატლანტიკის“ ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი რამდენიმე დღის წინ „სიგნალის“ აპლიკაციაში შექმნილ სასაუბრო ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები, კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი იემენელ „ჰუსიტებზე“ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას განიხილავდნენ.
1743234945
ახალი ამბებივარკეთილში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. არსებული ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...
1743233554
ახალი ამბებიბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 93.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვი...
1743232157
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალ...
1743231262
მსოფლიომიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა - მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კი...
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...