აშშ-მა იმიგრანტების, მათ შორის უკრაინელების მიღება შეწყვიტა

 აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ იმიგრანტების მიღების რამდენიმე პროგრამა შეაჩერა, მათ შორის უკრაინელი იმიგრანტებიც არიან. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის იმიგრაციის და მოქალაქეობის სამსახურმა წერილი გაუგზავნა შესაბამის ქვედანაყოფებს, რომ ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ ყველა განაცხადის განხილვა შეწყდეს, ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდან კონკრეტული დავალებები არ იქნება მიღებული.

ამ პროგრამების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მასში, კერძოდ, უკრაინის, კუბის, ჰაიტის და ვენესუელის მოქალაქეები შედიან.

ერთ-ერთი პროგრამა - Uniting for Ukraine, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო მიღებული. ის შესაძლებლობას აძლევდა უკრაინელ ლტოლვილებს, რომ აშშ-ში ჩავიდნენ და იქ იმუშაონ ყოველგვარი ვიზის გარეშე. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მათ თავდებად აშშ-ში მცხოვრები რომელიმე სპონსორი ჩაუდგებათ. 2023 წლის სექტემბრისთვის აშშ-ში 150 000 უკრაინელი ჩავიდა.

20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რამდენიმე ბრძანებულებას, რომლებიც იმ პროგრამების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით უცხოელები აშშ-ში ჩადიან და იქ ცხოვრობდნენ. ბრძანებულება ითვალისწინებს აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, მასობრივი დეპორტაციის გამარტივებას, ასევე მობილური აპლიკაციის, CBP მუშაობის შეჩერებას. ამ პროგრამის მეშვეობით აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნა იყო შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737913573

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი

რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...

ლევან მაჭავარიანი

1737909960

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნ...

ირაკლი კობახიძე

1737909867

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი - აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან და...

მაკა ბოჭორიშვილი

1737906572

მსოფლიო

მძარცველებმა დრენტსის მუზეუმის შესასვლელი ააფეთქეს და ოქროს არტეფაქტები გაიტაცეს

მძარცველებმა ნიდერლანდების ქალაქ ასენში მდებარე დრენტსის მუზეუმის შესასვლელი ააფეთქეს და დარბაზიდან, სადაც ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული რუმინული სამკაულები იყო გამოფენილი, არტეფაქტები გაიტაცეს. ა...

 დრენტსის მუზეუმი

1737904558

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა

საქართველოს ფუტსალის 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი მატჩი მასპინძელ ლიეტუვასთან ჩაატარა და შეხვედრა ფრედ, 7:7 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მე-5 წუთზე მოსე ჩიკი...

ფუტსალი