ლევან დავითაშვილი - აბუ-დაბიში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ტრადიციულად აქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკური კუთხით.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ლეგალური საფუძველი იმისთვის, რომ გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო მიმართულებით ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია. ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე სურათს. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, სანდო საინვესტიციო პარტნიორი და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს ეკონომიკის ძალიან დინამიკურ მიმართულებას. ასევე, ჩვენ გვექნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოში უკვე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. ეს არის „აბუ-დაბი პორტს გრუპი“, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფის ნაწილია. ეს არის აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც თბილისში მშრალ პორტს ამთავრებს და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა, რადგან სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამაზე ჩვენ რამდენიმე წელია, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ გაფართოვდეს მათი წარმომადგენლობა საქართველოში და უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს, ლოგისტიკურ სატრანსპორტო მიმართულებებში ჩვენ ვიხილოთ დამატებითი ინვესტიციები აბუ-დაბიდან. ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკულ პროექტებში ჩვენთან წარმოდგენილია „მასდარი“. აქაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ხელშეკრულების დასრულების ეტაპზე, რადგან წინასწარი კვლევები უკვე დავასრულეთ. არსებობს პროექტი, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად ინტენსიურად ვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737979291

ახალი ამბები

პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე: ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე

ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში,...

ირაკლი კობახიძე

1737978066

ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმ...

არაბთა გაერთიანებულ საამიროები

1737977833

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი ვინმესთან ჩიოდნენ?

„ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? ადრე მი...

ააა

1737977590

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში

„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში...

 ირაკლი კობახიძე

1737977483

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ - საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და აუცილებლად დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმიც

ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქა...

ირაკლი კობახიძე