ბიტკოინის ფასი პირველად ისტორიაში 100 000 დოლარს გადასცდა

პირველად ისტორიაში ერთი ბიტკოინის ფასი 100 000 აშშ დოლარს გადასცდა. ამის ძირითადი მიზეზი არის მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის მხრივ დადებით პოლიტიკას გაატარებს.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი რეკორდი ბიტკოინმა მას შემდეგ დაამყარა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელად მის ამჟამინდელ წევრს პოლ ატკინსს დაამტკიცებს. ატკინსის დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე ფასიანი ქაღალდების კომისიის დღევანდელი ხელმძღვანელის, გარი გენსლერის პოზიცია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ კრიპტოვალუტების ბაზარმა სწრაფი განვითარება დაიწყო. ამჟამად, სპეციალისტების თქმით, მისი მოცულობა 3,3 ტრილიონი დოლარია.
ტრამპის დაპირებაა, რომ აშშ კრიპტოვალუტის მსოფლიო ცენტრი გახდება, სამი წლის წინ მას სულ სხვა პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ ბიტკოინი არის თაღლითობა.
ტრამპის რიტორიკის შეცვლას მოჰყვა ის, რომ მისი გამარჯვების შემდეგ გასულ ერთ თვეში ბიტკოინის ფასმა 40%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით ეს კრიპტოვალუტა ორჯერ გაძვირდა.
1741871809
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.7775 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი...
1741869885
ახალი ამბებისარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვარზე ოქროს ნაკ...
1741868890
მსოფლიოტრამპმა ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანო უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანოა. „ევროკავშირი, მსოფლიოში ერ...
1741866661
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი და დეპუტატები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვაპაპუაშვილი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისდროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდანგადმოსვენებული პირების სამოქალაქოპანაშვიდს...
1741863341
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გ...