ეგვიპტე და არაბული ქვეყნების ლიგა ტრამპის მოწოდების საპასუხოდ უარს ამბობენ პალესტინელების იძულებით გადაადგილებაზე

ეგვიპტე უარს ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე ღაზას სექტორის „გასუფთავების“ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც პალესტინელი ლტოლვილების ეგვიპტეში, იორდანიასა და სხვა არაბულ ქვეყნებში გადაყვანას ითვალისწინებს.

„ეგვიპტე განაგრძობს თავიანთ მიწაზე პალესტინელი ხალხის სიმტკიცის მხარდაჭერას“, - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაირო უარყოფს პალესტინელების „ამ განუყოფელი უფლებების ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს მიწის დასახლების, ანექსიის გზით, ან ამ მიწის მისი მოსახლეობისგან დაცლის მიზნით, იძულებით გადაადგილების, წახალისებული გადაცემის, ან საკუთარი მიწიდან პალესტინელების ამოძირკვის გზით, დროებით თუ ხანგრძლივი პერიოდით“.

არაბული ქვეყნების ლიგამ ეგვიპტის ამ განცხადებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ „ადამიანების იძულებით გადაადგილებას და მათი მიწიდან გამოსახლებას მხოლოდ ეთნიკური წმენდა შეიძლება ეწოდოს“.

„პალესტინელების თავიანთი მიწიდან გაძევების მცდელობები, იქნება ეს დევნის, ანექსიის, ან დასახლების გაფართოების გზით, წარსულში წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია რეგიონული ბლოკის განცხადებაში.

ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის თქმით, პალესტინელების საკუთარი მიწიდან იძულებით გადაადგილება „პალესტინის სახელმწიფოებრიობის არსებობის მიზეზის აღმოფხვრას“ ისახავს მიზნად. სისიმ ამ პერსპექტივას უწოდა „წითელი ხაზი“, რომელიც ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის განხორციელებას ითხოვს, რომელიც, კაიროს თქმით, შეუძლებელი გახდება, თუ პალესტინელებს თავიანთი ტერიტორიებიდან განდევნიან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის 15-თვიანი ომის შედეგად ღაზა ნანგრევებად იქცა და ისურვებდა, თუ ეგვიპტე და იორდანია პალესტინელ ლტოლვილებს მიიღებდნენ დროებით, ან გრძელვადიანი პერსპექტივით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738079409

მსოფლიო

ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...

ალიევი

1738077231

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

 კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...

პუტინის თანაშემწე

1738075847

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...

პოლიტიკოსები

1738074331

საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...

შალვა პაპუაშვილი

1738073337

ახალი ამბები

რეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...

ლაშა რობაქიძის შვილი