ევროკავშირის კონტროლის პალატის თანახმად, 2021 - 2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. გერმანული მედია ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე პოლიტიკის, კვლევების, მიგრაციისა და გარემოსდაცვით სფეროებში 2021 - 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ, კერძოდ, მისმა წევრმა ლაიმა ანდრიკენემ გაასაჯაროვა დასკვნა, სადაც არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაზეა საუბარი.
დასკვნის თანახმად, დაუდგენელია, თუ რა თანხები რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიზნებით ერიცხება. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც დაადგენდა, რომ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებენ.
ანდრიეკენე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ძალიან გაუმჭვირვალეა და მას გამჭვირვალობის პრობლემები აქვს“. თანხების გადანაწილების გაუმჭვირვალობის ერთ-ერთ მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ევროკავშირის ფონდების შესახებ ინფორმაცია არასრული და არასაიმედოა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების სკანდალით ევროპარლამენტშიც დაინტერესდნენ. „ევროპის სახალხო პარტია“, რომლის შემადგენლობაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“ შედიან, ევროკავშირის ფულის გადანაწილების მეთოდს აკრიტიკებს.
„ქრისტიან-სოციალისტური კავშირის“ წევრი, მონიკა ჰოლმაიერი ამბობს, რომ ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ლობისტური მოღვაწეობისთვის იღებდა გრანტებს. ზოგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის უზენაესობის პრინციპიც კი დაარღვიეს. „ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სახსრები კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოსათხრელად არ უნდა გამოეყენებინათ“, - ციტირებს მედია ჰოლმაიერს. „ჩვენ ვნახეთ, რომ მხარს ვუჭერდით ადგილობრივ პროტესტებს, რომელთაგან ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა“.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...