ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადად ცხრა თვე განისაზღვრა

ევროკომისიის მიერ დამტკიცდა ახალი წესები, რომლის მიხედვით, ციფრული კოვიდ სერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვე (270 დღე) განისაზღვრა.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.
ამასთან, სერტიფიკატი ძალაში იქნება ექვსი თვის შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინაციის ეროვნული კამპანიების კორექტირება და მოქალაქეებს გამაძლიერებელ დოზებზე ჰქონდეთ წვდომა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპული სერტიფიკატი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების გარანტიის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ამასთან აღნიშნავენ, რომ ამ წესების მიღება სამეცნიერო მონაცემებისა და ობიექტური კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მოხდა. ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.
ეროვნულ დონეზე სერტიფიკატების გამოყენების სხვადასხვა წესის შემოღებისას, წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, საკუთარი წესები ევროკომისიის ამ წესს შეუსაბამონ.
ევროკომისიის მიერ მიღებული წესები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ასევე საინტერესოა:
1740992569
ახალი ამბებიკახა კალაძე: მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება
„სანამ წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ“, -...
1740989912
საზოგადოებათავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...