ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო სანქციები გაუხანგრძლივა.

ევროკავშირმა  გაახანგრძლივა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, იმ ფონზე, რომ მოსკოვი  მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის ემზადება.

ინფორმაციას apnews.com ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს, ასევე საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. 

ეს ზომები იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს 2014 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან. ევროკავშირმა განაახლა სანქციები, რომლებიც ძალაში დარჩება სულ მცირე 31 ივლისამდე, რადგან რუსეთმა „სრულიად არ შეასრულა“ სამშვიდობო შეთანხმება.

ეს ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და აკრძალავს ფინანსურ დახმარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობის ყველა იმპორტს, ექსპორტს ან ტრანსფერს და ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ „სენსიტიურ“ ტექნოლოგიაზე.

აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეტაკებას 14 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე საინტერესოა:

🔵 ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში - მარჯანიშვლის თეატრი

🔵 პაციენტების რაოდენობა ბავშვთა კლინიკებში წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა

🔵 წმინდა სინოდის, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა - პეტრე კოლხი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741796851

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ...

მარიამ ქვრივიშვილი

1741794448

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქ. ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საზღვარგარეთ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741792844

საზოგადოება

აჭარის ხელოვნების მუზეუმი იოსებ ჯორბენაძის პერსონალურ გამოფენას „ქუჩის ხელოვნების აკადემიას“ მასპინძლობს

ხელოვანის მიერ გამოფენილ ნამუშევრებში გადმოცემულია ის  განწყობა, რაც ბოლო წლებია ბათუმის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა. გამოფენა დამთვალიერებლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.  ი...

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

1741792675

სპორტი

„ორთაბრძოლებს არ უშინდებოდა, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“ - ფრანგული გამოცემების გამოხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად...

ხვიჩა კვარაცხელია:

1741792583

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება. „ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება...

ზოგადი