პაციენტების რაოდენობა ბავშვთა კლინიკებში წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, დატვირთვა გაიზარდა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კი კლინიკამ 30 პაციენტი მიიღო.
"ციციშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 116 პაციენტი, აქედან უმეტესობა ბავშვები არიან. ბოლო პერიოდში მოიმატა უფრო მეტად ზემო სასუნთქის რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს მაღალი ცხელება რჩება "დელტას" მსგავსად "ომიკრონის" შემთხვევაშიც წამყვანად იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.
მეექვსე ტალღის პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ყოველდღიურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასსაც მიაღწევს.
"შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილების, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტიგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი," - ამბობს კლინიკა ”ნეოლაბის” დირექტორი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტებს "ომიკრონის" გამოვლენა უჭირს, რის გამოც სიმპტომების მქონე მოქალაქეები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეს ნეგატიური ტესტის მიუხედავად აქვს სიმპტომები, მან 8 დღე უნდა გაატაროს იზოლაციაში, ხოლო შემდგომი 5 დღე ინტენსიურად ატაროს პირბადე.
მომზადებულია რუსთავი 2-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ:
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...