მონტენეგროში იარაღის კანონს გაამკაცრებენ

მონტენეგროს ხელისუფლება იარაღის შენახვის შესახებ წესების გამკაცრებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ქალაქ ცეტინეში მასიური მკვლელობის შემდეგ იყო მიღებული. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

როგორც მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონი ქვეყანაში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

პრემიერის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიის მქონე პირებმა 2026 წლის 1 იანვრამდე დამატებითი ფსიქოლოგიური კვლევა უნდა ჩაიტარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლიცენზიას ჩამოართმევენ. ვინც იარაღს ლიცენზიის გარეშე ფლობს, 2 თვის ვადაში ის უნდა ჩააბაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მონტენეგროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს პოდგორიცაში ასობით ადამიანი მიტინგზე გავიდა და ხელისუფლება იარაღზე არაეფექტიან კონტროლში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 იანვარს მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში მასიური მკვლელობა მოხდა. ბარში ჩხუბის შემდეგ აცო მარტინოვიჩი იქ იარაღით დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. შემდეგ მარტინოვიჩი ქუჩაში გავიდა, იქ ქალი და ორი ბავშვი მოკლა და მიიმალა. პოლიციის მიერ დაკავების დროს აცომ თავი მოიკლა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736173079

ახალი ამბები

„არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა“ - გიორგი გამსახურდია

მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახა...

გიორგი გამსახურდია

1736168761

ახალი ამბები

ილია მეორე: გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით

„ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კა...

ააა

1736164680

ახალი ამბები

საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარე...

საქართველოში აშშ-ის საელჩო

1736163558

ჰოროსკოპი

6-12 იანვარი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:  6 იანვარი ეს ცოდნის მი...

ჰოროსკოპი

1736160156

ახალი ამბები

შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გვიანობამდე მოემსახურება

შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. 6 იანვრის 23:00 სა...

ზოგადი