„ომის დასრულება ტრამპის გამარჯვება უნდა იყოს და არა პუტინის“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება გამარჯვება დონალდ ტრამპისთვის უნდა იყოს და არა ვლადიმერ პუტინისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მჯერა, რომ უკრაინის ომის დასრულება უნდა იყოს ტრამპის გამარჯვება. პუტინი მისთვის არავინ არის, ევროპა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი“, - აცხადებს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ნამდვილად გვინდა ომის სწრაფად დასრულება, მიზანშეწონილია გვქონდეს გეგმა პუტინთან კომუნიკაციამდე. მჯერა, რომ ეს შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მთლიანად ევროპის ინტერესებშია, ეს არის უკრაინის და ჩვენი ხალხის ინტერესებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
22 იანვარს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მალე არ დაიდება, მას სხვა არჩევანი არ ექნება გარდა სანქციების დაწესებისა.
„არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში რუსეთი დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. სიტუაცია მხოლოდ უფრო გაუარესდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1737637839
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737637179
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას
„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შა...
1737635569
ახალი ამბებიცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს, არასამთავრობო ო...
1737633139
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის...
1737631744
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს
„ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, რ...