ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ხანძარი არნემში, აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:45 საათზე მაღაზიაში გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.
სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეების ათზე მეტი ისტორიული შენობა იწვის, პირველ სართულზე მაღაზიებით და ზემოთ საცხოვრებელი ბინებით. შენობები ხისაა, რამაც ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო.
პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ბლოკის მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩა თუ არა ვინმე ცეცხლმოკიდებულ შენობებში.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, ისინი ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
ქალაქის ისტორიული ცენტრი ამჟამად დაკეტილია. მოსახლეობას ურჩევენ, გამორთონ ვენტილაცია და დახურონ ფანჯრები. „ეს მთელ დღეს გაგრძელდება“, - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741247723
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...
1741245667
სპორტიხვიჩა კვარაცხელია: ბევრად მეტს ვიმსახურებდით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პსჟ მარცხს არ იმსახურებდა და ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან პსჟ-მ „ლივერპულს“ თამაშით ა...