ხვიჩა კვარაცხელია: ბევრად მეტს ვიმსახურებდით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პსჟ მარცხს არ იმსახურებდა და ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან პსჟ-მ „ლივერპულს“ თამაშით აჯობა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კარში ერთადერთი დარტყმით მოიგო, მაშინ, როცა ალისონმა 10 სეივი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი მეკარე დაასახელეს.
„გოლის გასატანად ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. ამ საღამოს ბევრად მეტს ვიმსახურებდით, ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით.
ეს ფეხბურთია, ახლა მზად უნდა ვიყოთ საპასუხო მატჩისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან „ენფილდი“ საოცარი სტადიონია, დიდებული ატმოსფეროთი. ჯერ დასრულებული არაფერია, იმავენაირად უნდა ვითამაშოთ და მნიშვნელოვანია, რომ გოლი გავიტანოთ.
ჩემი გაუქმებული გოლი? ძალიან დამწყდა გული, რომ გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე ძალიან გამიხარდა გატანა, ეს ფეხბურთია, ხდება. უბრალოდ შრომა უნდა გავაგრძელო და შედეგიც მოვა, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის.
მთავარია ვითამაშო, არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი რომელ პოზიციაზე მათამაშებს, ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ვფიქრობ, გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, არ არის ადვილი „ლივერპულისთვის“ ამდენი პრობლემის შექმნა. დიახ, მახსოვს, როცა „ნაპოლიში“ ვითამაშე „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ერთხელ მოვიგეთ, ერთხელ წავაგეთ, ფეხბურთი ასეთია“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...