გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა

„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს“.
„ახლა იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს.
ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თუ თეონა აქუბარდიას აქვთ. აქედან გამომდინარე, უშედეგოა მისი მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე.
ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, შემდეგ ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, როგორმე ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, რომლებიც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდნენ. ეს ღლიცინი, ფუთფუთი ამ ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი მახასიათებელია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...
1741261815
საზოგადოებაიაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ
იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...
1741256512
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი
საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია...
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...