გია ვოლსკი - საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი

საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული. რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია მცდელობა სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის, რომელიც ევრობიუროკრატიისთვის საჭირო  პოლიტიკას განახორციელებს. ამის უკან არაფერი დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელ სურათს ქმნის. სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, რადგან მსოფლიოში ჯერ არ ვითარდება ცვლილებები, რომლებიც ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთთან მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად აქვს რუსეთის ფედერაციასთან. აბსურდული ბრალდებებია, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა“ ჩაერთო. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ რეალობასთან ახლოს არ არის და ამის უკან ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და რევოლუციის გზით საქართველოში გადატრიალების მოხდენა. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან აგრესიულ საუბარზე თუ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახან. ეს არ არის მიზეზი. ეს მოგონილი თემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როცა მოგონილ თემაზე ეწყობა, ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი, აგრესიული, რასაც არ იმსახურებს არც ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი

1741261815

საზოგადოება

იაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ

იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...

პოლიტიკოსი

1741257625

საზოგადოება

გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა

„სალომე ზურაბიშვილი თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით დაიტანჯა. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, როგორმე ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც კოლექ...

გია ვოლსკ

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი