რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის

თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის სამწლიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზელენსკის კიდევ ერთხელ განუცხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ახლა მთელი მსოფლიო ომის დასრულებას ელოდება.

„ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების ხელშეწყობისთვის. 2022 წლის მარტში სტამბოლში ვუმასპინძლეთ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ სამი წელია, ვაწარმოებთ, თურქეთი შესაფერისი მასპინძელია უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკისთან შეხვედრის დროს მე კიდევ ერთხელ განვაცხადე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740066864

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...

ლევან მაჭავარიანი

1740066484

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა

თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფ...

შალვა პაპუაშვილი

1740062524

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი - საქართველოში ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც ინსტრუმენტად ყოფნა ცხოვრებისეულ ამოცანად დაისახეს, თუმცა მსგავსი ნარატივი საქართველოშიც მარცხდება და ევროპაშიც

ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ უსამართლობის სამსახურში არიან, ქვეყანაში მათი ნარატივის დასაყრდენი რადიკალური ოპოზიცია იყო, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, მზად არიან,...

 რატი იონათამიშვილი

1740061639

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე: მსგავსი ტიპის რეიტინგები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ტოპ 25 ციფრულ...

მარიამ ლაშხი

1740060518

მსოფლიო

Financial Times: აშშ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ეწინააღმდეგება

ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთი აგრესორის სახით იყოს მოხსენიებული, ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, საუბარია დეკლარაციაზე,...

დიდი შვიდეული