რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი "ომიკრონი"

პანდემიის ორი წლის თავს ახალი და შესაძლოა, ამ დროისათვის ყველაზე სასტიკი შტამით ვხვდებით. სამხრეთ აფრიკული ახალი  შტამი  „ომიკრონი“, რომელიც პირველად 24 ნოემბერს გამოვლინდა, უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ახლად გამოვლენილი ვარიანტი, სწრაფად ვრცელდება სამხრეთ აფრიკის ნაწილებში და მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ მუტაციების უჩვეულოდ დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, ის უფრო გადამდები გახადოს. შემთხვევები ამ დრომდე დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ისრაელში, ბელგიაში, იტალიაში... გერმანია და ჩეხეთი  ახალი შტამის პირველ საეჭვო, შესაძლო შემთხვევებს იკვლევენ.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია კოვიდ-19-ის ახალი  ვარიანტი უკვე იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 

იყო მოლოდინი რომ “ნიუს” უწოდებდნენ, თუმცა, “ომიკრონი” ეწოდა და მიენიჭა “შეშფოთების” სტატუსი. გაჩნდა მოლოდინი და საფრთხე, რომ შესაძლოა კოვიდის ახალმა მუტაციამ გაზარდოს რეინფიცირების რისკი.
ეჭვობენ, რომ “დელტაზე” გადამდებია.

იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 ნოემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულია პირი, რომელიც მანამდე მოზამბიკში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პარასკევს დახურეს საზღვრები მოგზაურთათვის აფრიკის სამხრეთ რეგიონის შვიდი ქვეყნიდან. ესენია ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და ზიმბაბვე.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება უკვე არსებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ, მაგრამ შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკას მოსახლეობის მხოლოდ 24% ჰყავს აცრილი. ზუსტად იმდენი, რამდენიც საქართველოს და დიდი ალბათობით, აუცრელი ქვეყნები განსაკუთრებულად მოწყვლადი იქნება ახალი შტამის მიმართ.

ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი