საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ფრენები 48 საათით შეაჩერა

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კოვიდ19-ის ახალი შტამის გამო, ისრაელის შემდეგ, ფრენებს აფრიკის ამ რეგიონიდან საფრანგეთიც აჩერებს.

გადაწყვეტილება საფრანგეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკომისიამ ევროკავშირს ფრენების შეჩერება შესთავაზა.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთმა ფრენები დღეიდან, 48 საათით შეაჩერა.

"საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან ფრენები 48 საათის განმავლობაში შეაჩერა. ვირუსის ახალი ვარიანტი საფრანგეთში ჯერ არ არის აღმოჩენილი", – ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს მთავარი სამედიცინო მრჩეველი, სიუზან ჰოპკინსი აცხადებს, რომ Covid 19-ის ახალი ვარიანტი "აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა" გავრცელების მაჩვენებლით.

ამავე თემაზე:

🔲 "აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა" - სიუზან ჰოპკინსი კორონავირუსის ახალ სამხრეთ აფრიკულ შტამზე

🔲 გიორგი ფხაკაძე: ვერ არის საქმე კარგად, სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი