ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ტერმინი „გენდერი“ , ტერმინი „სქესით“ უნდა ჩანაცვლდეს
„სქესზე დაფუძნებული განსხვავებების ადმინისტრირების ან აღსრულებისას, ყველა სააგენტო და ყველა ფედერალური თანამშრომელი, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სააგენტოს სახელით ოფიციალურად, გამოიყენებენ ტერმინს „სქესი“ და არა „გენდერი“ ყველა მოქმედ ფედერალურ პოლიტიკასა და დოკუმენტში“, - ამის შესახებ აღმასრულებელი ბრძანება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღმასრულებელ ბრძანებაში სახელწოდებით - „ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის აღდგენა ფედერალურ მთავრობაში" აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქალთა უფლებებს და სინდისიის თავისუფლებას მკაფიო, ზუსტი ენისა და პოლიტიკის გამოყენებით დაიცავს, რომლის მიხედვითაც ქალები ბიოლოგიურად მდედრობითი, ხოლო კაცები ბიოლოგიურად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი "გენდერული იდენტობა" სუბიექტურ განცდას ასახავს, რაც ცრუ აღმის შექმნის საშუალებას იძლევა. დოკუმენტის მიხედვით, გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია და ასევე არ იძლევა იდენტიფიკაციის მნიშვნელოვან საფუძველს.
„გენდერული იდეოლოგია“ ცვლის სქესის ბიოლოგიურ კატეგორიას თვითშეფასებული გენდერული იდენტობის მუდმივად ცვალებადი კონცეფციით, რაც საშუალებას აძლევს ცრუ აღქმის შექმნას, რომ მამაკაცებს შეუძლიათ თავიანთი თავის ქალად იდენტიფიცირებით გახდნენ ქალები და პირიქით. ის ასევე მოითხოვოს საზოგადოების ყველა ინსტიტუტისგან ცრუ აღქმების ჭეშმარიტებად მიღებას. გენდერული იდეოლოგია მოიცავს აზრს, რომ არსებობს გენდერების ფართო სპექტრი, რომელიც არ არის დაკავშირებული ადამიანის სქესთან: გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია, რადგან ის ამცირებს სქესს, როგორც იდენტიფიცირებად ან სასარგებლო კატეგორიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს არასწორი სქესის სხეულში. „გენდერული იდენტობა“ ასახავს საკუთარი თავის სრულიად შინაგან და სუბიექტურ განცდას, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიოლოგიურ რეალობასთან და სქესთან და არსებობს უსასრულო კონტინუუმზე, რომელიც არ იძლევა იდენტიფიკაციის მნიშვნელოვან საფუძველს და არ შეიძლება იყოს აღიარებული სქესის შემცვლელად“, - ვკითხულობთ თეთრი სახლის აღმასრულებელ ბრძანებაში.
1737637839
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737637179
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას
„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შა...
1737635569
ახალი ამბებიცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს, არასამთავრობო ო...
1737633139
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის...
1737631744
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: გლობალური ომის პარტია დღეს თითქმის მთელს ევროპას აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს
„ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, რ...