უკრაინაში თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაარეგისტრირა საქმისწარმოება უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადების მიხედვით. საქმე ეხება თავდაცვის მინისტრის, რუსტამ უმეროვის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ძალაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამ მუხლით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, უმეროვმა 24 იანვარს თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს სადამკვირვებლო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის მიხედვით ერთ-ერთ კომპანიასთან კონტრაქტი ერთი წლით უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრმა სადამკვირვებლო საბჭოს ორი წევრი, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შესყიდვების თავდაცვით სააგენტოებში სადამკვირვებლო საბჭოს სტრუქტურის ამოქმედება ნატოს ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია იყო, რათა ეს სტრუქტურები გარე ჩარევისგან დაცულები ყოფილიყო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738173498

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი

ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...

თეა წულულიანი

1738171786

ახალი ამბები

ჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს

 „მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...

ჯორჯ ლუკაიდესი:

1738171213

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია

 მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...

თეა წულუკიანი:

1738169643

ახალი ამბები

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

 ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...

ხანძრის ლიკვიდირება

1738169582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

 2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მაკა ბოჭორიშვილი