„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე და პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა“ - იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ - „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.
„ომის დაწყებისთანავე ზელენსკი იშორებდა ყველას, ვინც მისი პოტენციური მოკავშირე იყო. ანტისამხედრო განწყობის მქონე რუსებიდან დაწყებული პოლონელებამდე დამთავრებული. ყოველ ჯერზე ისე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. ყველა მხარდაჭერაზე ისმოდა შეძახილი: „ცოტაა“. და აქ ზელენსკი პირდაპირ ოქროს თევზს მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი. ქვევითაა ოქროს თევზის პასუხი“, - წერს ლატინინა სოციალურ ქსელ X-ში და დონალდ ტრამპის განცხადებას აზიარებს.
ცნობისთვის, დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
1740234941
მსოფლიობრაზილიაში ავტოკატასტროფას 12 სტუდენტი ემსხვერპლა
ავტობუსი, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა, სან პაულოს ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს ადამიანი 12 ემსხვერპლა. 21 დაშავდა. ავარიის მიზეზი დგინდება. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუს...
1740234817
ახალი ამბებითბილისში 40 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში 40 წლამდე მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მათი საერთო შვილის თვალწინ მიაყენა. როგორც შინაგან...
1740232139
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საგარეო ურთიერთობებზე: რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპი...
1740230194
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ჯეფრი საქსზე: ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უ...
1740229278
მსოფლიოდონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს მისი სამსახურ...