მადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
„რა თქმა უნდა, ემოციების გამოხატვა ძნელია, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემი ორქულიანი იყო გადამწყვეტი. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამაში, ბოლოს გავიგეთ, რომ კამარ ბოლდუინი ვერ ითამაშებდა, ამიტომ, სწრაფად მოგვიწია გადაწყობა. ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. მადლობა გულშემატკივარს, ასე რომ ვთქვათ, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი“, - განაცხადა დუდა სანაძემ.
„მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. მათი ლიდერები გავანეიტრალეთ, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, სწორედ დაცვა იყო გარდამტეხი ფაქტორი. პირველ ტაიმში მხოლოდ 25 ქულა მივიღეთ და ასეთ მატჩებში ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მზად ვიყავი თამაშისთვის, იმედი მაქვს, რომ კამარ ბოლდუინი ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება და ჩვენთან ერთად იქნება“, - აცხადებს გიორგი ოჩხიკიძე.
1740225417
ახალი ამბებითავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი...
1740220594
მსოფლიოაშშ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, გაეროს ისტორიულ რეზოლუციას შესთავაზებს
24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროს ისტორიულ რეზოლუციას წარუდგენს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „აშშ-ის პრეზიდენტი ერთგულია ი...
1740218991
მსოფლიოპერუში, სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა
პერუში მდებარე სავაჭრო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, დაშავებულია დაახლოებით 74 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს...
1740215625
ახალი ამბებიარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვი...
1740215407
სპორტიალეკსანდარ ჯიკიჩი - ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხე...