"2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი" - თამარ გაბუნია

2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას.

ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად მთავრობას უნდა წარუდგინოს.

საბჭოს წევრების განცხადებით, მათ შორის განიხილეს იმ ვაქცინების შესყიდვის საკითხი, რომლებიც ახალი შტამების საწინააღმდეგოდ იქმნება.

ივლისის ჩათვლით 70 პროცენტის სრული დოზით აცრას სახელმწიფო საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების და წამახლისებელი ღონისძიებების შედეგად გეგმავს.

„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისის თვემდე უნდა იყოს აცრილი.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფონიც და საჭიროებებიც, რაც „ომიკრონის“ შემდეგ იქმნება.

ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, როგორც სამიზნეებთან დაკავშირებით, ასევე დეტალებთან დაკავშირებით.

სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნეებისთვის მომავალ წელსაც არის იგივე, ეს არის:

მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა.

ასევე, გეგმა აკეთებს აქცენტს ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე.

გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში, გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სხვა სიახლეები:

🔳 "დიდი წვლილი შეიტანეთ სულიერი ღირებულებების აღორძინებაში" - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს

🔳 "ქალბატონო ნანული, რატომ არ მიაბით თქვენს გადაცემას ერეკლე კოდუას სისხლიანი საქმეები? შეეცადეთ იყოთ ობიექტური..."- სამოქალაქო აქტივისტის მიმართვა ნანუკა ჟორჟოლიანს

🔳 "მივმართოთ ხატიას, გახდეს ჩვენი წინამძღოლი" - ნათია ფანჯიკიძე

🔳 რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

🔳 "ომიკრონის გამოჩენამ გამოიწვია ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ზაზა წერეთელი

🔳 საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი

🔳 "ომიკრონი" იწვევს მეხსიერების პრობლემებს, ასევე "ტარიფის ზრდის შეგრძნებას" და გულისრევას" - ვიკა ბუკია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი