ამ სცენარზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით - სააკაშვილი 7 ნოემბრის დარბევაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 7 ნოემბრის მოვლენების დროს მას არანაირი ინსტრუქცია არავისთვის არ მიუცია და პოლიცია ასრულებდა მოვალეობას, როგორ მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდათ.

„ამ სცენარზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი.

ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთანაც მე სახლში მივედი. ასეთი რაღაცები ხდება ძლიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა.

ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ. რატომ გავაკეთე ეს? იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები, ამ მიტინგის და გამოსვლების გამო, არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატო-ში ინტეგრაცია.

მერე პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა, ყოჩაღ, რა მაგარი რაღაცა გააკეთე. სადილზეც დამპატიჟა და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი, სწორედ ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის - მიხეილ სააკაშვილი

🔵მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740751750

საზოგადოება

ლაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო

გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც ვალდნერმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრი...

ლაუს ვალდნერი

1740750775

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვ...

 მოძრაობა აკრძალულია

1740749429

სპორტი

„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

1740748702

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1740747857

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული

ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...

ლევან მაჭავარიანი