არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რადიკალური ჯგუფების მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას, რომელიც სანქციებს უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს, როდესაც აწესებენ ამას უნდა ჰქონდეს თავისი შედეგი და ამავდროულად, უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გერმანის საგარეო უწყებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებში იმედს გამოთქვამენ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742969543

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ, როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე წავიდნენ სწორედ იმისთვის, რომ, როგორც ჩანს, მოუწევდათ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1742967187

ახალი ამბები

პაატა სალია: ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა

„ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გ...

პაატა სალია

1742965717

ახალი ამბები

26 მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 მარტს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუ...

შუქი

1742933035

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით. ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

 „ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ და...

არჩილ გორდულაძე

1742932803

მსოფლიო

ზელენსკი: ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან უკრაინის ტერიტორიებზე საუბრობს - ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ ჰქონია შეთანხმებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გასაგებია, რომ აშშ და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ. „ვფიქრობ, ამერიკუ...

ტრამპი, პუტინი და ზელენსკი