თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო სტრატეგიის 2024 წლების საქმიანობის ანგარიში და 2025-26 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა ხუთი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესი, 2024 წელს მიღწეული ძირითადი შედეგები და სამომავლო ხედვა სამოქმედო გეგმის მომდევნო ორწლიანი ციკლის ფარგლებში. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისა და საქმიანობის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება, რაც არსებული საჭიროებების გადაჭრის კომპლექსურ უწყებათაშორის მიდგომას ეფუძნება.
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
„დღეს, ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები. ასევე, შევაჯერეთ მომდევნო ორი წლის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების გზით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, გეგმის პროექტი განთავსებულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის, მონაწილეობისა და კულტურათაშორისი დიალოგის კუთხით, მდგრადი შედეგების მიღწევა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...
1743228280
ახალი ამბებიპაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად
ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1743192864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...
1743191133
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტ...
1743191041
მსოფლიოსახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ შლის USAID-ს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ხოლო მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. ინფორმაციას...