პაატა დავითაია: 2008 წელს ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნაზე. პარლამენტში მაშინდელი ძალთა გადანაწილება არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
დავითაიამ, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას, გაიხსენა, რომ იმდროინდელი ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა, უმცირესობის ამ პოზიციას არ იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. შედეგად კი, მისი განმარტებით, შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია.
„ყველა სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და პარლამენტი შეუდგა მუშაობას საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ, როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციაზე, მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ, რომ იცით საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება. მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...
1743228280
ახალი ამბებიპაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად
ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1743192864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...
1743191133
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტ...
1743191041
მსოფლიოსახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ შლის USAID-ს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ხოლო მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. ინფორმაციას...