პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა დააყენა.
„ჩვენი კომისიის სამდივნო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად უკავშირდებოდა ბადრი ჯაფარიძეს. სთხოვდა მობრძანებას კომისიის წინაშე და შპს „მაგნატის“ საქმეზე კითხვებზე პასუხის გაცემას. ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ფოსტისგან შეისყიდა სპეციალურად მომსახურება და ფელდეგერი გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძის საცხოვრებელ მისამართზე გუშინ წინ დილით. მას კარი არ გაუღეს, რომ ჩაებარებინა წერილი, რითაც ვიწვევდით სხდომაზე. ამის შემდეგ ფელდეგერს მოუწია „ლელოს“ ოფისში მისვლა, სადაც ბადრი ჯაფარიძე არ დახვდა. ბატონი ბადრი იყო ადგილზე, მაგრამ ფელდეგერთან შესახვედრად მოავლინა ორი თანამშრომელი, მათ შორის ერთი იურისტი, რომელმაც შესთავაზა ფელდეგერს, გადაეცა წერილი მისთვის, თავად გააცნობდა ბადრი ჯაფარიძეს და დაუბრუნებდა პასუხს, თუმცა წერილითვე უკან დაბრუნდა თანამშრომელი და ფელდეგერს განუცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძეს არ სურდა ამ წერილის ჩაბარება.
ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მიგვეცა დამატებითი დრო, რადგან პირი პოლიტიკურ პარტიაში როცა მუშაობს, შესაძლოა, გარკვეული შეხვედრები ჰქონდეს ჩანიშნული, მათ შორის მოქალაქეებთან და არ სურდეს საკუთარი სამუშაო გრაფიკის დარღვევა, თუმცა მას რამდენიმე დღით ადრე უკავშირდებოდა სამდივნო და შეეძლო, კომისიის და მისი პირადი გრაფიკი მოგვერგო. დამატებითი დრო, რომელიც მას მივეცით, კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დანაშაულის ნიშნები, სავარაუდოდ, უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს. გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ ბადრი ჯაფარიძის საკითხი და გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...
1743228280
ახალი ამბებიპაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად
ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1743192864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...
1743191133
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტ...
1743191041
მსოფლიოსახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ შლის USAID-ს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ხოლო მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. ინფორმაციას...