დავით ჩიხელიძე „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: მზია ამაღლობელი არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ, დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა

 მზია ამაღლობელი არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ, დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველ კადრებს.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მედიის წარმომადგენლობა ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც არაერთხელ დადასტურდა, ხოლო მზია ამაღლობელის ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა დღეს საქართველოში არსებული პრობლემა - ჟურნალისტების არაჟურნალისტური ქმედება.

„მზია ამაღლობელი არა მედიის წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი პროვოკატორია, რომლის მიზანსაც, დიახ, დაკავება წარმოადგენდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიციას დაეკავებინა! მზია ამაღლობელის დაკავების ირგვლივ კითხვის ნიშნები არ არსებობს, ყველაფერი დღესავით ნათელია. უსაფუძვლოა საუბარი იმის შესახებ, რომ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, ან ქალბატონი მზიას დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. პოლიციამ კანონის შესაბამისად და ევროპაში/აშშ-ში არსებულ სტანდარტზე მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელა. კოლექტიურ დასავლეთში პოლიციელზე თავდამსხმელის წინააღმდეგ მინიმუმ პროპორციული ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული.... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიციის წინააღმდეგ ხელს აწევს უმკაცრესად იქნება დასჯილი! არავის აქვს უფლება ადამიანს, რომელიც 24 საათი ქვეყნის სამსახურშია, შეურაცხყოფა მიაყენოს!

როგორც მოგეხსენებათ, დაკავებული მზია ამაღლობელი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მედიის წარმომადგენლობა ინდულგენცია არ არის, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რაც არაერთხელ დადასტურდა, მზია ამაღლობელის ეპიზოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა დღეს საქართველოში არსებული პრობლემა, კერძოდ, ჩვენ ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების არაჟურნალისტურ ქმედებას. სამწუხაროდ, ჟურნალისტების ქმედება ხშირად ცდება მათ მანდატს და აშკარად პროვოკაციული ნიშნების მატარებელია“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736663543

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

 ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისე...

ხანძარი

1736628108

მსოფლიო

ცუკერბერგი ტრამპსა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მოუწოდა აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის...

ცუკერბერგი

1736624675

მსოფლიო

არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები - გრენლანდიის პრემიერი

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ არქტიკის ტერიტორიის მოსახლეობას არ უნდა  იყვნენ ამერიკელები, მაგრამ მას ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმარ...

გრენლანდიის პრემიერი

1736621032

ახალი ამბები

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას შოლცის პარტიამ მხარი არ დაუჭირა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა როლფ მუცენიჩმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც შემოთავაზებულია საგარეო...

ააა

1736616931

მსოფლიო

„არცერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი, ვლადიმირ, იდიოტი ხარ“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. „იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპ...

მსოფლიო