დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს

„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ იხილა, რომ ამაღლობელი, ხელწერილით გათავისუფლებიდან მალევე, თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ და თავმოყვარე ქვეყანაში დასჯადია. მათიკაშვილის თქმით, ამავე შეხედულებას იზიარებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

„ჩვენ რომ გავყვეთ ქრონოლოგიას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქალბატონმა ჯერ სცადა პოლიციელებზე პირდაპირ სტიკერების მიკვრა, რის გამოც იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, ის თავს დაესხა და ხელი დაარტყა პოლიციელს, ეს საზოგადოებამ იხილა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს და დამნაშავე პირი ისჯება. იმავეს აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი კანდიდატი წევრები და რა თქმა უნდა, საქართველო ამ პოზიციას იცავს. ასე რომ, სრული მანიპულაციაა იმაზე საუბარი, რომ უდანაშაულოდ იქნა ვინმე დაკავებული. მზია ამაღლობელის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არ უკავშირდება მისი, როგორც ჟურნალისტის საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ამ ქალბატონს ჯანმრთელობა ვუსურვოთ, შეწყვიტოს შიმშილობის აქცია და ითანამშრომლოს გამოძიებასთან მისივე ინტერესების გათვალისწინებით.“ - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738421810

ახალი ამბები

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...

შსს ღამე

1738420220

სპორტი

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

1738418617

ახალი ამბები

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

აა

1738415372

სპორტი

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა

ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა. "რაგბი ევროპის" 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაშ...

საქართველოს რაგბის ნაკრებ

1738415234

ახალი ამბები

„როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი“ - ირაკლი ზარქუა

„მინდა საზოგადოებამ გაიგოს, ეს ქალბატონი იმ დღეს შემჩნეული იყო, რომ უცენზურო სტიკერებს აკრავდა ზურგზე პოლიციელებს. ამის შემდეგ, ხელწერილით გამოუშვეს. ზუსტად ნახევარ საათში ჩაიდინა ის აღმაშფოთებელი ქმე...

ირაკლი ზარქუა