თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა“, - აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738413059

მსოფლიო

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა და 2015 თებერვლის შემდეგ პირველად ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, - იუწყება Euronews-ი. ექსპერტები დასაქმების ბაზარზე კრიზისს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქ...

გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა

1738411161

მსოფლიო

ილონ მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე 288 მლნ აშშ დოლარი დახარჯა - The Washington Post

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანიების, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე 288 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. ამის შესახებ გამოცემა The Washington...

ილონ მასკმა ტრამპი

1738406419

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან აზერბაიჯანი გარიცხვის ფაქტს იხსენებს და სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 2024 წელს ევროსაბჭომ აზერბაიჯანი...

ექსპერტი

1738405162

ახალი ამბები

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი რამდ...

ძალადობრივ წარწერებ

1738402554

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თ...

დავით ჩიხელიძე