დავით მათიკაშვილი: სულხან თამაზაშვილი არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას

სულხან თამაზაშვილი არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელიც თამაზაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისა და დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა.
„სულხან თამაზაშვილი არის აჭარელი, აჭარის მიწა-წყლის. იგი წლების განმავლობაში შს სამინისტროში მოღვაწეობდა. მიღებული აქვს შესაბამისი ჯილდოები საუკეთესო მსახურებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამავდროულად, ის არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს იქნება კიდევ უფრო მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიური რესპუბლიკის ცხოვრებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ. მანამდე, სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმინეს. მათ წარადგინეს სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვები. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
1744125842
საზოგადოებაJustin Timberlake-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია: „დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა, 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია“
Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება. „დღეს Starring Georgia-სთვის კი...
1744123051
საზოგადოებაია მეტრეველი: საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია
ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრა...
1744121794
ახალი ამბებივახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი...
1744120806
საზოგადოებათბილისის მერია: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაწყებულია
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას ეხება...
1744120641
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი
„რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, ესე იგი ყოველი სხდომის შემდეგ, ვინც ადევნებს ამას თვალ-ყურს, ყველას გვეუფლება განცდა იმისა, რა შეიძლება მოვისმინოთ და გავიგოთ ამაზე უარესი. თუმცა...