დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა, არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და 6 თვე.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება",- განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ამავე თემაზე:

🔵 ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს შეიწყალოს მისი შვილის მკვლელები და ნასამართლეობაც მოუხსნას!

🔵 რაც არ უნდა ვიდეოები მიდონ, რაც არ უნდა პირად ცხოვრებაში იქექონ, იქექონ და იყვნენ - ზაზა სარალიძე

🔵 ღარიბაშვილის ცოლის ძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742021393

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება ჯგუფებს ქმნის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებას შესრულებას გააკონტროლებენ

უკრაინის ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფების შექმნა დაიწყო, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განა...

უკრაინა

1742019541

ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა

 თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველების ინ...

პოლიცია

1741984923

საზოგადოება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1741982232

საზოგადოება

სოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც

უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრ...

სოსო გალუმაშვილი

1741978540

მსოფლიო

იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან, ფლორენციასა და პიზაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

„ბიბისის“ ცნობით, კოკისპირული წვიმის გამო, იტალიის ორ რეგიონში, ტოსკანასა და ემილია-რომანიაში მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ აფრთხილებენ. ტოსკანას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გ...

იტალიაიტალია