ღარიბაშვილის ცოლის ძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი ადასტურებს ზაზა სარალიძისადმი გინების შემცველი ტექსტის ავთენტიკურობას, რომელიც მან შვილმოკლულ მამას სოციალურ ქსელში მისწერა.
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ყოფილი დეპუტატი ზაზა სარალიძის პოსტს აზრიარებს, სადაც ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის ოჯახის მისამართით იგინება და აცხადებს, რომ თუ სარალიძის ეს პოსტი ავთენტურია, მისი გინებაც ავთენტურად მივიჩნოთ: თუ ეს პოსტი ავთენტურია , ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ! წერტილი“,-წერს თამაზაშვილი.
გუშინ, 30 ნოემბერს ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. სარალიძის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.
ამის შესახებ ზაზა სარალიზემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 30 ნოემბერს ისაუბრა. სარალიძე და მისი უფლებადამცვლი აცხადებენ, რომ მუქარისა და შეურაცხმყოფელი მესიჯების უკან ღარიბაშვილის გარემოცვა დგას. სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ერთ-ერთი წერილი სარალიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავისგანაც მიიღო:
“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.
ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვლი დავკარგე, ბევრი ადამიანი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები აბსოლუტურად ყველა”, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემაში „რეაქცია“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კი დააბრალებ ყველაფერს ექიმი კორონას, მაგრამ შენ თავად ხომ იცი, რაც და როგორ იყო? - იაგო ფრანგიშვილი
🔵გიგი უგულავა სასამართლომ 3 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...