ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს შეიწყალოს მისი შვილის მკვლელები და ნასამართლეობაც მოუხსნას!

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს მისი შვილის მკვლელები და ნასამართლეობაც მოუხსნას!

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ექსკლუზივTV“ უცვლელად გთავაზობთ.

„ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, დაუშვათ, დავუჯერე და ვაღიარე დანაშაული შეწყალებისთვის, მაგრამ არ შეიწყალეს, მერე რა ვქნა, 12 წელი უნდა იჯდეს ციხეში? ზაზა სარალიძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საჯარო ინტერესი, მხოლოდ ზაზა სარალიძის განცხადებით არ წყდება. თუ პრეზიდენტი შეწყალებას გადაწყვეტს, განაჩენი უნდა იყოს დამდგარი, რომ შეიწყალოს, იქნება მართალია და მართალი კაცის შეწყალება არ გამიგია. თუ გამტყუნდება, მერე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა დადიანმა

ბატონო დავით!!! ვაფასებ თქვენნაირ იურისტებს, თქვენც კი აღიარეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავედ!!!

რაც შეეხება შეწყალებას...

მე ზაზა ფრიდონის ძე სარალიძე ვითხოვ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ყველა ბრალდებულს, მსჯავრდებულს და უკვე მსჯავრ მოხდილი ადამიანებისაკენ გადადგას ჰუმანური ნაბიჯი და გაუუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი, რომ შეძლონ ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.

ქალბატონო სალომე!!!

იმედი მაქვს ამჯერად მაინც არ გასწევთ გვერდზე ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერესებს, როგორც საპარლამენტო კომისიის დროს გააკეთეთ.

გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტები ამ ადამიანების მიმართ და ამ ნაბიჯით დაასრულოთ ჩემი ოჯახის სხვადასხვა მეთოდებით დისკრედიტაცია და ტალახში ამოსვრა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო“, - წერს მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

🔵 ღარიბაშვილის ცოლის ძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა

🔵 "ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და ..." - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზაზა სარალიძის ტრაგედიაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

1741180432

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი