„დავიჯერე რომ ნოეს ხატება მივიდა სიკვდილის წინ იმ ჭაობისფერი საწვიმარით და ლელაიემ ცრემლებით გამოიტირა მისი ერთადერთი სიყვარული“ - დინა მირცხულავა სევდიან ისტორიას იხსენებს

მწერალი და ჟურნალისტი, ამჟამად ემიგრაციაში  მყოფი დინა მირცხულავა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სევდიან ისტორიას იხსენებს.

ზაფხულის არდადეგები დაიწყებოდა თუ არა, რამდენიმე სარაფანს ჩავიგდებდი ზურგჩანთაში და შორეულ, შინაბერა დეიდას ვსტუმრობდი სოფელში. წიგნებით სავსე ოთახში გამიშლიდა ლოგინს და ძველი ოდისა ძველი წიგნების სუნი დაძინებამდე მიღიტინებდა ცხვირში. უჩემო დღეებს, თვეებსა და ჭინჭყლ ამინდებს ლელაიესთან ერთად მიერეკებოდა დეიდაჩემი.

ლელაიე ფუმფულა და თეთრი ქალი იყო, მუდამ მომცინარი სახით, არასოდეს მინახავს მოწყენილი. დღეში სამჯერ მაინც მოადგებოდა დეიდას და მორიდებით იკითხავდა:- ბაღანას ხომ არ ძინავს? არ გავაღვიძო ელანძე ჩემი ლაპარიკითო. მერე ქაქანით მოყვებოდა ამბებს, გვერდითა უბნიდან თუ სოფლიდან, რაც ახალი იცოდა, დაუზარელად გადმოალაგებდა.

- კიდე მუალო - დაგვიბარებდა და ღიმილიანი სახით გაიხურავდა ჭიშკარს. იმ დილით ზაფხულის შხაპუნა წვიმა მოვიდა და გადავწყვიტე ლოგინში გვიანობამდე მეკოტრიალა. ძველი წიგნების და ძველი ოდის სუნს წვიმისა შეერია და სამოთხე გავიხანგრძლივე. ქოშინით შემოვარდა ლელაიე.- ბაღანას ხომ არ ძინავს?! - ისევ იკითხა.

- ძინავსო- ჩუმად უთხრა დეიდაჩემმა.

- ჩუმად ვიქნები... არა ვარ კარგად, ვერ ვიქნები, არა ვარ კარგად, არა ვარ კარგად, თვალები მიბნელდება, მგონია და ვერაფერს ვხედავ. საწოლზე წამოვჯექი და ყურები დავცქვიტე. ბოდავდა ლელაიე, სიტყვებს უმისამართოდ ისროდა და ოხრავდა. დაავიწყდა დეიდაჩემს რომ მეძინა და თითქმის უყვირა: -აღარ იტყვი რა მოხდა?

- ხბოები გადავდენე ამ დილას და ჩვენი შემოსახოვის ბოლოში ნოე არ მოდოდა ?! ჭაობის ფერი საწვიმარი ეცვა, სიარულით ვიცანი, მაგ სიარულს ათას კაცში გამოვარჩევ... გაჩერდა იმ თქეშში და მიყურებდა თვითონაც, ძლივას გამოვინკვლიე გზა.

- შეგიწუხდა გულიო - შვებით ამოისუნთქა დეიდაჩემმა. რა დიდი ამბავი ეს იყო ახლა შინაბერა ქალისთვის.

- სიკვდილი რომ მოვა, როცხა იქნება და მოვა ბოლო ნიმუტში ნოეს სახე დამიდგება თვალწინ და ვიტირებ, ჩვენს სიყვარულს გამოვიგლოვებ და ისე წავალ - ძალიან ჩუმად თქვა ლელაიემ.

არ დამინახავს, მაგრამ ასე მგონია, როცა ამას ამბობდა, თვალები დახუჭა, გულზე ხელები დაიკრიფა და სიკვდილი გაითამაშა. არც დეიდაჩემი დამინახავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვიდრე ლელაიე თვალებდახუჭული იჯდა დეიდაჩემმა უნუგეშოდ ჩაიქნია ხელი შეყვარებულ ქალზე.

წლების შემდეგ გავიგე, რომ ლელაიეს უკურნებელი სენი შეეყარა და ამ ქვეყნიდან დიდი ტკივილებით გავიდა. ერთ ახალ წელს დეიდა გვსტუმრობდა ქალაქში და როცა მამაჩემმა ამ მთისა და იმ ბარისა გამოკითხა, ლელაიეც გაიხსენა დანანებით. ცრემლი გადმოუვარდა დეიდას, მარტო დავრჩიო. მერე სრულ სიჩუმეში, თანაგრძნობით გამოწვეულ სიჩუმეში თქვა.- მაგნაირი არაფერი მინახავს, რომ კვდებოდა, ის მინავლებული თვალები ერთბაშად გაახილა, თითქოს ვიღაც დაინახაო და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, გაგიგია ამნაირი სიკვდილი ?!

- მამაჩემს მიაჩერდა და პასუხს დაელოდა. სკამიდან წამოვხტი და აივანზე გავვარდი. ის წვიმიანი დილა გამახსენდა, ლელაიემ ნოე რომ ნახა და დავიჯერე, დავიჯერე რომ ნოეს ხატება მივიდა სიკვდილის წინ იმ ჭაობისფერი საწვიმარით და ლელაიემ ცრემლებით გამოიტირა მისი ერთადერთი სიყვარული.

და ისიც დავიჯერე, რომ იმ დღეს ლელაიეს ცრემლები აწვიმდა სადღაც, სოფლის განაპირა სახლში ჩამოკიდულ ჭაობისფერ საწვიმარს.“, - წერს დინა მირცხულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.     

ასევე საინტერესოა:

🔵 „ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ“ - გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

🔵 დაიწვა 2 ბინა - ხანძარი ე.წ. ოცნების ქალაქში

🔵 გამოძიება: კაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქალი გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1741764667

ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

ააა

1741763589

ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...

პოლიტიკოსები

1741761857

ახალი ამბები

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...

გაზი

1741760520

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესა...

ცც