„ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ“ - გოცირიძე ჯოკოვიჩის დეპორტაციაზე

„ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ“ - ასე ეხმიანება რომან გოცირიძე ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციას.

გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო.

კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდელმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.

ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი,“ - წერს პოლიტიკოს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე:

🔵 ჯოკოვიჩს, ანტივაქსერული განწყობების მიზეზით ავსტრალიიდან ადეპორტებენ

🔵 ნოვაკ ჯოკოვიჩი სასამართლო მოსმენამდე დააკავეს

🔵 ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1741764667

ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

ააა

1741763589

ახალი ამბები

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...

პოლიტიკოსები

1741761857

ახალი ამბები

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...

გაზი

1741760520

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესა...

ცც