„დელტამიკრონი“ - ახალი შტამი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირდა

მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი - „დელტამიკრონი“, - ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

ცერცვაძის თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

„რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.

ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს დელტასგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე," - აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თქმით, სიმპტომებთან დაკავშირებით რაიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება - ახალ შტამს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ახასიათებს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 თქვენი არ ვიცი და მე ყველაფერზე მეტირება… ამ კაცის სამუშაო ოთახში გაშლილ საწოლზეც კი - რას წერს ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე?

🔵 გიორგი წეროძე: „ტიპი გადაკეთებული მოსინით, ჟანგიანი მაკაროვით და პნევმატური თოფით იმუქრება“ - ვის ემუქრება „ალტ-ინფოს“ ლიდერი?

🔵 „გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს“ - მეუფე სპირიდონი ზელენსკიზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741243154

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1741241235

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...

ტრამპი

1741240138

საზოგადოება

ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია

თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...

ლევან მახაშვილი

1741240030

საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...

გზა

1741237749

საზოგადოება

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. რო...

სასამართლო