ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

როგორც პროკურორები აცხადებდნენ, დაკავებულების მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.

დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს, ეს მომდევნო სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 10 მარტს გაიმართება.

„სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. მიუთითა, რომ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე უთითებდა გარკვეულ გარემოებებზე დანაშაულის კვალიფიკაციისა, თუმცა, ბრალდების მხარემ ყველა კითხვას, ბუნებრივია, გასცა სამართლებრივი პასუხი“- განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით კი დაცვის მხარე არ ეთანხმება იმას, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მისი თქმით, ბრალდების მხარემ ორგანიზებული დანაშაულის ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი

1741247723

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი