ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია

თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოპოზიციური პარტიის შესახებ. იგი ამგვარად გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უარს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
„თუ ისინი აპირებენ, რომ იგივე შეცდომა დაუშვან, რაც დაუშვეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნებაა. მაგრამ თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი [თვითმმართველობის ორგანოების] არჩევნები არის საუკეთესო, გამოსავალი და შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას, ხოლო თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია".
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...