ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და შესაბამისად, ძვირად ღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.

„2024 წლიდან ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად, საგარანტიო წერილი გაიცემა.

„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743231262

მსოფლიო

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა - მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კი...

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

1743229353

მსოფლიო

მოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...

მოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა

1743228280

ახალი ამბები

პაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად

ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1743192864

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი

 მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...

შალვა პაპუაშვილი

1743191133

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე

 ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტ...

შალვა პაპუაშვილი