პაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად

ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, გარკვეული ადამიანები, პოლიტიკური აქტორების ქსელი, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფენ.
„საბჭოთა კავშირის ყოფილმა რესპუბლიკებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავდა მათი და ჩვენი საერთო დამოუკიდებლობა. ძალიან კარგად იციან, მათგან განსხვავებით, რა ფასი გადავიხადეთ ჩვენ ამ დამოუკიდებლობაში. კარგად იციან, რას ნიშნავს სიტყვა სუვერენიტეტი, მაგრამ დღეს ისინი არიან ზუსტად, ვინც ჩვენ სუვერენიტეტს ლახავენ.
ჩვენ გვესმის ფორმულირებები, რომელიც ტრადიციულია ხოლმე საქართველოს მიმართ, რომ პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ამ ქვეყნის წარმომადგენელს თურმე არ ესმის, რას ნიშნავს სუვერენიტეტი. როგორ შეიძლება, ისაუბრონ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, თუკი არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის უფლებას, პატივს, თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება.
როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა, რომ განგვისაზღვროს, ვინ იყოს ჩვენი ხელისუფლება, ეს ხომ არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ზოგიერთი ხელისუფლება და ჯგუფი ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს. ის, რასაც ჩვენ განვიცდიდით საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისგან ასე ხელის მოსმით, ტვიტით, კომენტარით, ისე უბრალო გახადეს სუვერენიტეტის უარყოფა, როგორც არაფერი.
რუსეთს რასაც თავად ედავებიან, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ თავად იმავეს აკეთებენ. დღეს ერთადერთი ტანკით არ შემოდიან აქ თორემ, როგორც ვაკვირდები, უცხოეთში ზოგიერთს თანამდებობა კი აქვთ იმისი, რომ ტანკით შემოვიდეს და ზოგიერთს ჭკუაც არ დაუშლის, ტანკი შემოიტანონ დემოკრატიის აღსადგენად. აბა, სხვა რა არის ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, ესენია სწორედ ჰიბრიდული ინსტრუმენტები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებისა, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, გარკვეული ადამიანები, პოლიტიკური აქტორების ქსელი, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მიღებიდან 34 წლის შემდეგ, ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს ხალხი, რომელიც მაშინ ჩვენთან ერთად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გამოასწორონ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ხელისუფლებებმა.
„ჩვენ რამდენიმე დღეში, 31 მარტს ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, 34 წელი გავიდა და აღმოჩნდა, რომ 34 წლის თავზე, როცა ჩვენ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას მივეცით ხმა, ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს ის ხალხი, რომელიც მაშინ ჩვენთან ერთად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და რომლის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენი სუვერენიტეტის სადარაჯოზე იქნებოდნენ. ასე რომ, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გამოასწორონ თავად მათ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ხელისუფლებებმა. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი არ აჰყვება ამ ისტერიას და ვხედავთ, რომ გამოფხიზლებაც მიდის ამ მხრივ და ყველა აცნობიერებს, რომ ამ ისტერიულ მიდგომებს არ უნდა აჰყვნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1743439673
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრები...
1743438522
მსოფლიო„მეუბნებოდა რომ სრული იდიოტი ვარ“ - ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა გალანძღა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის...
1743437669
ახალი ამბებინათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბ...
1743436367
ახალი ამბებითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და...
1743433932
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?
„საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელი...